ნოვიცკი, ვისაც 14-ჯერ უთამაშია All Star-ზე, მხოლოდ და მხოლოდ მეოთხეა, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში 1500-იანი ნიშნული გადალახა. 40 წლის გერმანელი სადღეისოდ პასების მეფედ აღიარებულ ჯონ სტოკტონს (1504), ლეგენდარულ ქარიმ აბდულ-ჯაბარსა (1560) და პირველადგილოსან რობერტ პერიშს (1611) ჩამორჩება.
ნოვიცკი, ვინც დალასური კლუბის უამრავ საინტერესო მიღწევას ფლობს, NBA-ს რეკორდსმენია ერთ გუნდის მაისურით ჩატარებული სეზონების მიხედვითაც.
NBA-ის მიმდინარე ჩემპიონატი მის ამერიკულ კარიერაში 21-ეა, რითაც მან კობი ბრაიანტის რეკორდი გააუმჯობესა - „შავმა მამბამ“ 20 სეზონი გაატარა „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“.
2011 წელს ნოვიცკი NBA-ს ჩემპიონი და სუპერფინალის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა. იმავე წელს ის გერმანიის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.