weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყველაზე ასაკოვანი პროფესიონალი ფეხბურთელი 52 წლის გახდა

11:23 ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019

პლანეტის ყველაზე ასაკოვან ფეხბურთელს, უბერებელ იაპონელ კაზუიოში მიურას 52 წელი შეუსრულდა. ამპლუით თავდამსხმელი მიურა იაპონიის საფეხბურთო J-ლიგის მე-2 დივიზიონის გუნდ „იოკოჰამაში“ 2006 წლიდან თამაშობს, ცოტა ხნის წინ მან კლუბთან ახალი კონტრაქტიც გააფორმა.

„იოკოჰამას“ გარდა მიურა იაპონურ „ტოკიო ვერდიში“ (წინა წლებში - „იომიური“ და „ვერდი კავასაკი“), „კიოტო სანგაში“, „ვისელ კობეში“, „ჯენოაში“, ზაგრების „დინამოსა“ და „სიდნეიში“ უთამაშია.

კაზუიოში მიურა ეროვნულ ნაკრებში 1990-2000 წლებში გამოდიოდა და 89 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა. მისი პროფესიონალური კარიერის ქრონიკა კი მოკლედ ასეთია:

1986 წელი - დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში, 19 წლის ასაკში.

1990 წელი - დებიუტი ეროვნულ გუნდში, 23 წლის ასაკში.

1994 წელი - პირველი იაპონელი იტალიის სერია A-ში , 27 წლის ასაკში (ჯენოა).

2000 წელი - დაასრულა კარიერა, 33 წლის ასაკში.

2005 წელი - დაბრუნდა ფეხბურთში, 38 წლის ასაკში.

2017 წელი - ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა, 50 წლის ასაკში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]