weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„რეალი“ და „ბარსელონა“ მადრიდში ფინალისტს გაარკვევენ

17:35 ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019

დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩის ეგიდით, ცნობილი საფეხბურთო დაპირისპირება - „ელ კლასიკო“ გაიმართება, რომელშიც მადრიდის „რეალი“ პრინციპულ მეტოქე „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

პირველი სათასო შეხვედრა „კამპ ნოუზე“ 1:1 დასრულდა. გოლები მადრიდელმა ლუკას ვასკესმა და „ბარსას“ ბრაზილიელმა ფორვარდმა მალკომმა გაიტანეს.

დღევანდელი მატჩისთვის, რომელიც რიგით 240-ე ოფიციალური „ელ კლასიკოა“, სანტიაგო სოლარის გუნდი უფრო მეტად მოტივირებულია, რისიც რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, შეხვედრა მადრიდშია და „სამეფო კლუბს“ საკუთარ კედლებში გამარჯვება სურს, თანაც იმის ფონზე, რომ მიმდინარე სეზონში ერთხელ უკვე დამარცხდა მთავარ მეტოქესთან - მოგეხსენებათ, ოქტომბერში ესპანეთის ჩემპიონატის ტურის შეხვედრა „ბარსელონამ“ დიდი ანგარიშით მოიგო. გარდა ამისა, ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში „რეალი“ ვერ ბრწყინავს, ლიდერი „ბარსელონაა“, მადრიდული გრანდი კი მას 9 ქულით ჩამორჩება, მე-3 ადგილზეა და პრიმერა დივიზიონის ჩემპიონობის მიზერული შანსი აქვს, ამიტომაც „რეალი“ დიდი ალბათობით, აქცენტს სწორედ „კოპა დელ რეიზე“ აკეთებს, რომელიც 2014 წლის შემდეგ აღარ მოუგია, კატალონიურმა კლუბმა კი მას შემდეგ ზედიზედ ოთხი „კოპა დელ რეი“ მოიგო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფეხბურთის გულშემატკივართა საბედნიეროდ, ამავე კვირაში კიდევ ერთი „ელ კლასიკო“ გაიმართება, უკვე პრიმერა დივიზიონის ეგიდით - დაპირისპირება 2 მარტს შედგება და მას კვლავ „სანტიაგო ბერნაბეუ“ უმასპინძლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]