weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მადრიდული „ელ კლასიკო“ „ბარსელონამ“ მოიგო

10:37 ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019

ესპანეთის სამეფო თასის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუსკენ“ იყო მიმართული, სადაც მადრიდის „რეალი“ „ელ კლასიკოში“ პრინციპულ მეტოქე „ბარსელონას“ მასპინძლობდა. სანტიაგო სოლარის გუნდმა ბევრი ეცადა, არც ისე ცუდად გამოიყურებოდა, თუმცა მეორე ტაიმში სტუმარ კატალონიელებთან ფარ-ხმალი მაინც დაყარა და „კოპა დელ რეის“ გამოეთიშა.

პირველი ტაიმი მაღალ ტემპში, ორმხრივ იერიშებსა და სანახაობრივ თამაშში გაილია. გუნდები სახიფათო მომენტებს თანაბრად ქმნიდნენ. მეორე ნახევრიდან ერნესტო ვალვერდეს გუნდის უპირატესობა ნელ-ნელა გამოიკვეთა, რადგან ტაიმის სტარტზევე ლუის სუარესმა რიგითი შეტევა დაასრულა გოლით. თამაში იგივე სურათით გაგრძელდა, გოლი კი კვლავ „ბარსელონამ“ გაიტანა - პირველი ბურთის მსგავსად კვლავ უსმან დემბელეს განივი გადაცემისას ისევ სუარესი აქტიურობდა, გოლი კი რაფაელ ვარანს ავტოგოლად ჩაეთვალა. ინტრიგა ფაქტობრივად მოკვდა, რადგან „რეალს“ ფინალში გასასვლელად სამი გოლი სჭირდებოდა, რაც არარეალური ჩანდა, თანაც რამდენიმე წუთში მადრიდელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად იმავე სუარესმა ტექნიკური შესრულებით აქცია და კატალონიური გრანდიც „კოპა დელ რეის“ ფინალში ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს.

რაც შეეხება ესპანეთის თასის წლევანდელი გათამაშების მეორე ფინალისტის ვინაობას, მას ვალენსია-ბეტისის მატჩი გაარკვევს.

აქვე გეტყვით, რომ ამავე კვირაში კიდევ ერთი „ელ კლასიკო“ გაიმართება, ისევ მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ამჯერად ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]