weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბასილაშვილმა ბაუტისტა აგუტი დაამარცხა

10:06 ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიმდინარე წლის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარია, მეოთხედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილ რუს კარენ ხაჩანოვს 6:4, 6:1 სძლია, ამჯერად კი ჩინებულ ფორმაში მყოფ ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან კიდევ უფრო უკეთ ითამაშა და 6:7 (3:7), 6:4, 6:3 იმარჯვა.

შეხვედრა 2 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა. 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მხოლოდ 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, სამაგიეროდ, მისთვის სარეკორდო 19 ეისი ჩააწოდა. ბასილაშვილს პირველ მოწოდებაზე 60%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 81% (42 52-დან) დაასრულა, მე-2 მოწოდებაზე კი 62%-ანი შედეგი (21 34-დან) აღმოაჩნდა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 9-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება მხოლოდ ერთხელ დათმო.

ამ წარმატების წყალობით, ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 75 170 დოლარი გამოიმუშავა, თუმცა ვინაიდან გარკვეული რაოდენობის ქულები დასაცავი ჰქონდა, მონაგარს რეალურად 45 ქულა შემატა და ახლა 1865 ქულა გააჩნია. ამ მაჩვენებლით იგი ლაივ-რეიტინგში უკვე მე-18 ადგილზეა და დიდი ალბათობით, მომავალ ორშაბათს გამოსაქვეყნებელ ოფიციალურ კლასიფიკაციაშიც მინიმუმ ამ პოზიციას შეინარჩუნებს.

დუბაის მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩი იქნება. ჩოგბურთელები ერთმანეთს აქამდე 4-ჯერ შეხვდნენ და ჯერ-ჯერობით, ორ-ორი მოგება აქვთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]