weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანანიძემ სადებიუტო მატჩში გაიტანა

16:53 კვირა, 03 მარტი 2019

მოსკოვის „სპარტაკიდან“ სამარის „კრილია სოვეტოვში“ გადაბარგების შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრმა ჯანო ანანიძემ პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გაიტანა. ქართველმა შემტევმა რუსეთის ჩემპიონატის მეორე წრის შეხვედრაში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ გუნდთან - მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ანგარიში გახსნა.

რუსეთის პრემიერ ლიგაში ზამთრის შესვენება იყო გამოცხადებული, რა დროსაც ანანიძე „კრილიაში“ იჯარით გადავიდა.

მეორე წრის განახლებიდან პირველივე მატჩში ანანიძემ მე-19 წუთზე გაიტანა, შეხვედრა საბოლოოდ ფრედ 2:2 დასრულდა. ანანიძე 62-ე წუთზე შეცვალეს, მოსკოველთა რიგებში კი საბა კვერკველიამ 90 წუთი ითამაშა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]