weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩისას -18 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა

15:23 ორშაბათი, 04 მარტი 2019

ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) ახალი სეზონი ახლახანს დაიწყო და პირველივე ტურში ერთმა მატჩმა საყოველთაო ინტერესი გამოიწვია, როგორც - ყველაზე ცივმა მატჩმა MLS-ის ისტორიაში.

კოლორადო-პორტლენდის შეხვედრა საოცარი ტემპერატურის თანხლებით გაიმართა. როგორც ადგილობრივი გამოცემები იტყობინებიან, თამაშის მიმდინარეობისას ტემპერატურა -18 გრადუსამდე ფიქსირდებოდა, ასეთი დაბალი ტემპერატურა კი MLS-ის ისტორიაში არცერთი თამაშში არ ყოფილა.

თავად მატჩი, რომელშიც ნელ-ნელა მოიმატა თოვამ, უხვგოლიანი და დრამატული გამოვიდა. ჯერ მასპინძლები იგებდნენ, მერე - ორჯერ სტუმრები, მაგრამ ბოლო წუთზე „კოლორადო რაპიდზმა“ გაათანაბრა და ფრე დაფიქსირდა - 3:3.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]