weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ფეხბურთის წესებში ცვლილებები შეიტანეს

10:10 სამშაბათი, 05 მარტი 2019

ფეხბურთის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. აღნიშნული ინფორმაცია საფეხბურთო ასოციაციის საერთაშორისო საბჭომ (IFAB) გაავრცელა, რომელმაც ხსენებული წესები უკვე ოფიციალურად დაამტკიცა.

მსოფლიო ფეხბურთის წესებში შემდეგი სახის ცვლილებები დაინერგება:

ხელით თამაში

ამიერიდან ნებისმიერი ხელით თამაში, რომელსაც გოლი ან საგოლე პასი მოჰყვება, ეს იქნება განზრახ თუ შემთხვევით, თამაშის წესის დარღვევად ჩაითვლება. შესაბამისად, მსგავს სიტუაციაში გატანილი ყველა გოლი გაუქმდება.

შეცვლები

ფეხბურთელები შეცვლისას მოედნის ცენტრში აღარ მივლენ. სამაგიეროდ, მოედანს დატოვებენ ყველაზე ახლოს მდებარე მოედნის გვერდითი ხაზიდან, ვინაიდან დროის განზრახ გაყვანა ვერ შეძლონ.

გაფრთხილებები და გაძევებები

ყვითელი და წითელი ბარათები გამოყენებული იქნება გუნდის პერსონალისთვისაც. მათზე იმოქმედებს დისკვალიფიკაციისა და ფულადი ჯარიმების სისტემაც.

მეკარის პოზიცია პენალტის დროს

პენალტის დროს მეკარეს უფლება ექნება კარის ხაზზე მხოლოდ ერთი ფეხით იდგეს. შესაბამისად, დარტყმამდე მეორე ფეხით წინ ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა ექნება.

ცოცხალი კედელი

საჯარიმო დარტყმების დროს შემტევი გუნდის ფეხბურთელები ცოცხალ კედელში აღარ დადგებიან და შესაბამისად, დაცვით გუნდს კედლის დანგრევაში ხელს ვერ შეუშლიან. საინტერესოა, რომ შემტევი გუნდის ფეხბურთელები ცოცხალ კედელს მინიმუმ 1 მეტრით უნდა დაშორდნენ.

არბიტრის მიმართულება

მსაჯის თამაშში უნებლიედ ჩართვა სადაო გდებას გამოიწვევს. მაგალითად, თუ შემთხვევით მსაჯს მოხვდება, თამაში გაჩერდება და არბიტრი სადაო ბურთს დანიშნავს.

ბარათების ჩანიშვნა

თუ მსაჯმა წესის დამრღვევი უნდა გააფრთხილოს და ბარათში ჩაინიშნოს, მაგრამ ამ დროს შემტევი გუნდი ბურთს სწრაფად გაათამაშებს შეტევის დასაწყებად, მსაჯმა უნდა დააცადოს და მხოლოდ შეტევის დასრულების შემდეგ გააფრთხილოს ფეხბურთელი და ჩაინიშნოს სპეციალურ ბარათში.

მეკარეების მხრიდან ბურთის თამაშში შეტანა

მეკარის პასის შემდეგ მცველს უფლება ექნება ბურთს საკუთარ საჯარიმოშივე შეეხოს. ძველი წესით, მეკარის პასის მერე მცველი ბურთს ვერ შეეხებოდა თუ საჯარიმო მოედანი დატოვებული არ ჰქონდა.

ზემოხსენებული ფეხბურთის ახალი წესები ოფიციალურად ძალაში მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან შევა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]