weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი გერმანიამ მოიგო

12:38 შაბათი, 01 ივლისი 2017

პოლონეთში გამართული ევროპის 21-წლამდელთა ფეხბურთის ჩემპიონატის რიგით მე-11 გათამაშების ფინალში ერთმანეთს გერმანიისა და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება შტეფან კუნცის გაწვრთნილმა გერმანელმა 21-წლამდელებმა შეძლეს.

ქალაქ კრაკოვში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე გავიდა: ბერლინის „ჰერტას“ ფეხბურთელმა მიჩელ ვაიზერმა თავური დარტყმით გაუტანა ალბერტ სელადესის გუნდს, რომელიც ფინალში საკმაოდ იოლად გავიდა და ფავორიტადაც მოიაზრებოდა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელი დანი სებალიოსი დასახელდა, საუკეთესო ბომბარდირი კი მადრიდის „ატლეტიკოს“ ვარსკვლავი საულ ნიგესი გახდა 5 გატანილი გოლით.

აღსანიშნავია, რომ გერმანიამ პირველად მოიგო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც UEFA-ს ეგიდით 1978 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]