„დღეს ევროპაში სუპერკლუბს ვერ ვხედავ. „ბარსელონა“ მესისთან ერთად საუკეთესოა, მესის გარეშე კი იგი ჩვეულებრივი გუნდია. „რეალში“ კვლავ რონალდოს შემცვლელს ეძებენ და ვერ ახერხებენ მის პოვნას. „მანჩესტერ სიტიმ“ „შალკესთან“ თამაშით ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენა ვერ მოახერხა. „პსჟ“? ნეიმართან ერთად ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტია, მაგრამ არა ფავორიტი“, - განმარტა 73 წლის „კაიზერ ფრანცმა“ Bild-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები დღეს და ხვალ, ასევე 12-13 მარტს გაიმართება.
დღეს დორტმუნდის „ბორუსია“ და ლონდონის „ტოტენჰემი“, ასევე „აიაქსი“ და „რეალი“ ითამაშებენ, ხვალ კი „ბაიერნი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს, ხოლო „ლიონი“ სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.