weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქინქლაძე მანჩესტერში ღვინის ბარს ხსნის

12:35 სამშაბათი, 05 მარტი 2019

საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტის“ ქართველი ლეგენდა გიორგი ქინქლაძე მანჩესტერში ახალი ბიზნესით ბრუნდება. ვეტერანი ფეხბურთელი ღვინის ბარს ხსნის - Kinky's Wine Bar მანჩესტერში ივნისიდან იფუნქციონირებს.

„ქართულ ღვინოს მსოფლიოში არაფერი ჯობს. მასზე სასაუბროდ სიტყვები არ მყოფნის. ველოდები იმ მომენტს, როდესაც მანჩესტერელები ქართულ ღვინოს დააგემოვნებენ. იმედია, მალე აქ ოჯახთან ერთად ჩამოვალ“, - განაცხადა გიორგი ქინქლაძემ Manchester Evening News-თან საუბარში.

ქინქლაძე „სიტიში“ 1995-1998 წლებში თამაშობდა და ის დღემდე ადგილობრივების ერთ-ერთ საყვარელი ფეხბურთელია. სხვადასხვა გამოკითხვებით იგი დღემდე კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]