ვრცელდება ინფორმაცია, რომ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ მაროკოელებს მთელი რიგი პირობები წაუყენა: გასაიდუმლოებული იქნება სასტუმრო, სადაც არგენტინელთა გუნდი გაჩერდება; მაროკოს ნაკრების მოთამაშეებს აეკრძალათ მესისთან ფოტოს გადაღება; მაროკოს ნაკრების ფეხბურთელებს არ შეეძლებათ უხეშად თამაში მესის წინააღმდეგ და ეკრძალებათ მასთან მაისურის გაცვლა.
ამხანაგური მატჩი მაროკო-არგენტინა 26 მარტს, მაროკოს დედაქალაქ რაბათში გაიმართება. იქამდე 22 მარტს, „ალბისელესტე“ მადრიდში ვენესუელას შეხვდება.