weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ევროპა ლიგა მერვედფინალით განახლდა

10:16 პარასკევი, 08 მარტი 2019

UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე პირველი მერვედფინალური შეხვედრები შედგა და ძირითადად მოსალოდნელი შედეგები დაფიქსირდა, გარდა ერთისა, რომელშიც ევროპა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი „არსენალი“ მოულოდნელად დამარცხდა.

ლონდონური კლუბი სტუმრად საფრანგეთის ქალაქ რენში უსწრაფესი გოლით დაწინაურდა, თუმცა 41-ე წუთზე სოკრატის პაპასტათოპულოსი გააძევეს და „რენმაც“ იქვე გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი კაცნაკლულმა „არსენალმა“ კიდევ ორი გოლი გაუშვა.

უგოლოდ დასრულდა ძლიერ წყვილად შეფასებული გუნდების შეხვედრა - „აინტრახტი“ და მილანის „ინტერი“ ფრანკფურტში დაზავდნენ.

მცირე მოულოდნელობა გახლდათ „სევილიის“ საშინაო ფრე პრაღის „სლავიასთან“, რომელიც პირველივე ტაიმში 2:2 დასრულდა. სხვა ფავორიტებმა კი „ჩელსიმ“, „ნაპოლიმ“ და „ვალენსიამ“ საკუთარ კედლებში გამარჯვება მოახერხეს.

ზაგრების დინამო - ბენფიკა 1:0

ფრანკფურტის აინტრახტი - ინტერი 0:0

რენი - არსენალი 3:1

სევილია - სლავია 2:2

ზენიტი - ვილიარრეალი 1:3

ჩელსი - კიევის დინამო 3:0

ნაპოლი - ზალცბურგი 3:0

ვალენსია - კრასნოდარი 2:1

ევროპა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური მატჩები 14 მარტს გაიმართება

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]