weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყვითელაშვილმა უნივერსიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

17:46 პარასკევი, 08 მარტი 2019

ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების 23 წლის ლიდერი მორის ყვითელაშვილი რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში მიმდინარე მსოფლიო უნივერსიადაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში 82.71 ქულა (39.85 პროგრამული კომპონენტებისთვის პლიუს 42.86 ტექნიკური ელემენტებისთვის) მიიღო და მე-5 შედეგი აჩვენა, ფინალში კი კიდევ უფრო უკეთ გამოიყურებოდა.

ყვითელაშვილს თავისუფალი პროგრამისთვის 175.31 ქულა (83.10 პროგრამული კომპონენტებისთვის პლიუ 92.21 ტექნიკური ელემენტებისთვის) ერგო და მე-2 ადგილზე იყო, მის წინ კი მხოლოდ იტალიელი მატეო რიცო (182.76) აღმოჩნდა.

საბოლოოდ ჯამური 273.54 ქულით ოქროს მედალი სწორედ რიცომ დაისაკუთრა, ვერცხლის მედალი რუსმა მაქსიმ კოვტუნმა (259.49) აიღო, ყვითელაშვილი (258.02) კი მას მცირედით ჩამორჩა და კვარცხლბეკის მე-3 საფეხური დაიკავა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]