weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კლაუდიო რანიერი „რომაში“ დაბრუნდა

10:59 შაბათი, 09 მარტი 2019

ჩემპიონთა ლიგაზე „პორტოსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეუსებიო დი ფრანჩესკოს კლაუდიო რანიერი შეცვლის, რომელიც პრემიერ ლიგის უპირობო აუტსაიდერ „ფულემიდან“ ახლახანს გაათავისუფლეს.

„სახლში დაბრუნებით ბედნიერი ვარ. რთულია თქვა უარი, როდესაც „რომადან“ გირეკავენ“, - განაცხადა 67 წლის გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა.

აღსანიშნავია, რომ კლაუდიო რანიერი „რომაში“ აქამდეც მუშაობდა - დედაქალაქურ კლუბს ის 2009-2011 წლებში წვრთნიდა, თუმცა გუნდთან ერთად ვერაფერი მოიგო.

განვლილი 26 ტურის შემდეგ „რომა“ იტალიის სერია A-ში 44 ქულით მე-5 ადგილს იკავებს და მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგისთვის ოთხეულში მოხვედრაა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]