ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა , რომელსაც ოძეკის წოდება აქვს და მის შესანარჩუნებლად არსებული 13 ორთაბრძოლიდან კიდევ 7 მეტოქის ძლევა მართებს, ხვალ ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდება. აქამდე ისინი ერთმანეთს ოთხჯერ შეებნენ და ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობაა - 2:2.
რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველს, თეიმურაზ ჯურელს, იგივე გაგამარუს, რომელიც რანგით დაბალ ჯურიო დივიზიონში გამოდის, საწყისი ორივე შეხვედრა წააგო.