weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორბელიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

10:27 სამშაბათი, 12 მარტი 2019

ძალოსანმა გურამ გიორბელიძემ (67 კგ) ნევადის შტატის ქალაქ ლას ვეგასში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

გიორბელიძემ ატაცში სამივე ცდა (114, 118, 120 კგ) გამოიყენა, საკუთარ რეკორდს 2 კგ-ით გადააჭარბა და საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ამ შედეგით, იგი პირველ მოძრაობაში მე-6 პოზიციაზე გავიდა.

გიორბელიძემ დამაჯერებლად იასპარეზა აკვრაშიც, სადაც 145 და 150 კგ დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ქართველ ძალოსანს ასეთივე სინჯის მედალი ერგო ორჭიდში მოგროვებული 270 კილოგრამითაც.

საბოლოოდ გურამ გიორბელიძე, რომელსაც ზურაბ ანთაური წვრთნის, მხოლოდ ყაზახ საიხან ტაისუევს (288 კგ) ჩამორჩა, ბრინჯაოს მედალი კი თურქმენ ბეკტიმურ რეიმოვს (269 კგ) ერგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]