ტრავმირებულ ტოჩინოშინს ისევ არ გამოუვიდა მძლავრი სასტარტო შეჯახება, უპირატესობა ვერ მოიპოვა და მეტოქის ზეწოლით დოჰიოდან გავიდა.
3 საშეჯიბრო დღის შემდეგ ჰარუ ბაშოზე ლევან გორგაძის ბალანსი 1 მოგება და 2 მარცხია. ხვალ მისი მეტოქე მე-3 მაეგაშირა ნიშიგიკი იქნება, რომელსაც მიმდინარე სუპერტურნირზე გამარჯვება არ აქვს.
ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად მინიმუმ რვა ორთაბრძოლის მოგება მართებს.
რანგით დაბალ დივიზიონ ჯურიოში პირველი გაამრჯვება მოიპოვა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ და მისი ბალანსიც ტოჩინოშინის მსგავსად 1/2 გახლავთ.