weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„თუ დათუნაშვილს სხვა ქვეყანაში უნდა წასვლა, მე ხელს ვერ შევუშლი“ - გეგა გეგეშიძე

11:33 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ზურაბ დათუნაშვილს პროვოკაცია დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი, რათა მიზეზი ჰქონოდა და სხვა ქვეყანაში წასულიყო საჭიდაოდ.

„ადამიანს თუ წასვლა უნდა, ვერავის დავაკავებ. ჩვენ პირიქით - ვეუბნებით, რომ მოვიდეს, რადგან ქვეყანას დასაკარგი სპორტსმენები არ ჰყავს. ბოდიშიც მოვიხადე და მეტი რა გავაკეთო? მარტო მე მაქვს ბოდიში მოსახდელი? მაგინეს და ტუჩი გამიხეთქეს, თუმცა რადგან მე პრეზიდენტი ვარ, ჩემგან ჩანს. მას შარშან უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ყაზახეთში წასვლა. ეს წასვლის საქმე ასე მარტივად არ ხდება. დათუნაშვილის მხრიდან წინასწარ იყო დაგეგმილი პროვოკაცია“, - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, გეგეშიძე თავს დამნაშავედ არ თვლის წარდგენილ ბრალში და იმედოვნებს, რომ სიმართლე გაირკვევა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხაში არის მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის დაზარალებულ ზურაბ დათუნაშვილის ჩვენება. ასევე მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ტელევიზიით გავრცელებული ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

დაცვის მხარემ პროკურატურის მტკიცებულებები სადავო გახადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი განხილვა საქმის არსებითი განხილვის დროს პროცესზე მოხდება. თავის მხრივ, საკუთარი მტკიცებულებები წარადგინეს გეგეშიძის ადვოკატებმა. სასამართლომ როგორც დაცვის, ისე ბრალდების მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]