weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუს მძლეოსნებს დისკვალიფიკაცია გაუგრძელეს

12:17 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციამ (IAAF) რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის თხოვნა დისკვალიფიკაციის მოხსნის შესახებ არ დააკმაყოფილა. რუს მძლეოსანთა ნაკრები საერთაშორისო შეჯიბრებებში კვლავ ვერ მიიღებს მონაწილეობას.

„არის კითხვები, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. სამწუხაროდ IAAF-მა დღემდე ვერ მიიღო რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოდან გამოთხოვილი დოკუმენტები. სანამ არაფერი შეიცვლება, რუსეთი ჩვენი ორგანიზაციის ეგიდით გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებს არ დაუბრუნდება“, - განაცხადა IAAF-ის დოპინგთან ბრძოლის კომიტეტის ხელმძღვანელმა რუნე ანდერსენმა.

ინფორმაცია, რომ რუსი მძლეოსნები აკრძალულ პრეპარატებს იყენებდნენ, 2014 წლის დეკემბერში, ერთ-ერთ გერმანულ სატელევიზიო არხზე გავრცელდა. მოგვიანებით სხვა დოკუმენტებიც გამოქვეყნდა, რამაც მძლეოსნობის მსოფლიო ასოციაცია აიძულა, რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია დისკვალიფიკაციით დაესაჯა.

რუსეთის მძლეოსანთა ნაკრებმა რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადა და 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა. თუ სიტუაცია არ შეიცვალა, წლევანდელი მსოფლიო პირველობა და ტოკიოში გასამართი ოლიმპიადა რუს ათლეტთა გარეშე ჩაივლის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]