weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბითაძე ადრიატიკის ლიგაში ტურის უძვირფასესი მოთამაშე გახდა

12:40 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის 21-ე ტურის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა. აღიარება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან „ბუდუჩნოსტის“ ქართველმა ლიდერმა მისი ყოფილი გუნდის, „მეგა ბემაქსის” წინააღმდეგ ჩინებულად ითამაშა და არა მხოლოდ მატჩის, არამედ სრულიად ტურის საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (31) დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 27 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა (5 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ახალგაზრდა კალათბურთელმა 12-დან 8 ორქულიანი, სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

საინტერესოა, რომ ხსენებულ მატჩს ბითაძეზე დასაკვირვებლად NBA-ს 19 სკაუტი დაესწრო. ამიტომ იყო ქართველი ტალანტი განსაკუთრებით მოტივირებული და თავისი შესაძლებლობები თითქმის სრულად წარმოაჩინა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]