ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონის ბინადარმა ტოჩინოშინმა კაისეის სახელით ცნობილ რიკარდო სუგანოს იოლად სძლია და დოჰიოდან გადაიყვანა.
ამ გამარჯვებით ოძეკის წოდების მქონე გორგაძის მოგება-წაგებათა ბალანსი 3/2 გახდა. ხვალ იგი სეკივაკეს წდების მქონე მიტაკეუმის შეეჭიდება, რომელიც ოსაკაში მიმდინარე ბაშოზე იგივნეაირი ბალანსით ასპარეზობს, ურთიერთშეხვედრებში კი ქართველი იაპონელს 6:3 ამარცხებს.