weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფიო სომხიშვილი და ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონები გახდნენ

10:40 ორშაბათი, 03 ივლისი 2017

ლიტვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, ევროპის ჩემპიონის ტიტულს ლაშა ბექაური (73 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70 კგ) დაეუფლნენ. სოფიო სომხიშვილი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, ევროპირველობის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა - შარშან მიზნამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, ამჯერად კი უნაკლოდ იასპარეზა, ოთხივე შეხვედრა ორ წუთზე ნაკლებ დროში იპონებით მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა. 

სოფიო სომხიშვილმა პოლონელ ალექსანდრა გაჟს წუთსა და 38 წამში შეუსრულა იპონი, ჰოლანდიელ მარიტ კამპსს - წუთსა და 52 წამში, ხორვატ ჰელენა ვუკოვიჩს - წუთსა და 47 წამში, რუს დარია ვლადიმიროვას კი - წუთსა და 8 წამში.

ლაშა ბექაურმა ფინალის გზაზე ლატვიელი რენარს ჰანსი, ებრაელი ორენ აძულაი, რუსეთის ნაკრების წევრი ნოვრუზ ნოვრუზოვი და თურქი მუჰამეთ კოჩი ჩამოიცილა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იტალიელი კენი კომი ბედელი დაჩაგრა - სამწუთნახევარში ოთხი ვაზარი შეუსრულა, ხოლო შემდეგ სუფთად მოუგო.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. მიხეილ ბექაურმა (90 კგ) მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, ლევან ჭელიძე (+90 კგ) კი ბრინჯაოს დასჯერდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]