შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე UEFA-ს შტაბ-ბინაში გამართულ წილისყრაზე არანაირი შეზღუდვა და არავითარი წესი აღარ მოქმედებდა, შესაბამისად, რვა კლუბი პირდაპირ დააწყვილეს. წილისყრაზე ასევე გამოვლინდა ნახევარფინალური ბადე, თუ რომელ წყვილში გამარჯვებული, რომელს დაუპირისპირდება შემდეგ ეტაპზე.
კენჭისყრაზე, რომელსაც UEFA-ს ჩინოსანი ჯორჯო მარკეტი და ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, მეკარე ჟულიო სეზარი გაუძღვნენ, შემდეგი მეოთხედფინალური წყვილები შედგა:
- აიაქსი - იუვენტუსი
- ტოტენჰემ ჰოტსპური - მანჩესტერ სიტი
- ლივერპული - პორტო
- მანჩესტერ იუნაიტედი - ბარსელონა
ამრიგად, პირველ მეოთხედფინალურ წყვილში გასული ნახევარფინალში მეორეს შეხვდება, მესამეში გამარჯვებული კი - მეოთხეს.
მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩები 9 და 10 აპრილს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 16 და 17 აპრილს გაიმართება.
რაც შეეხება ნახევარფინალურ დაპირისპირებებს, პირველი შეხვედრები 30 აპრილსა და 1-ელ მაისს, ხოლო განმეორებითი მატჩები 7 და 8 მაისს ჩატარდება.