weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბითაძის 24 ქულა და მორიგი პირადი ტიტული

10:20 ორშაბათი, 18 მარტი 2019

გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტმა“ ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში ხორვატული „ციბონა“ 91:82 დაამარცხა, ქართველმა კალათბურთელმა კი 24 ქულა ჩააგდო და შეხვედრის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 27 წუთში 9-დან 7 ორქულიანი, სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. 19 წლის ქართველ ცენტრს აქტივში 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარებაც ჰქონდა, პასივში კი - 4 პერსონალური ფოლი.

ბითაძის წინააღმდეგ თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 28-ს გაუტოლდა და ის მთლიანად ტურშიც მხოლოდ „იგოკეას“ წევრ დანილო ანჯუშიჩს (30) ჩამორჩა.

ამ გამარჯვების წყალობით, „ბუდუჩნოსტმა“ სეზონი 16 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა. პოდგორიცელები ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალში ზაგრებულ „ცედევიტას“ ეთამაშებიან, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი სერბული გრანდები „ცრვენა ზვეზდა“ და „პარტიზანი“ იბრძოლებენ. პლეი-ოფი ორ მოგებამდეა და სტარტს 23 მარტს აიღებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]