ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ შერკინებაში ბექა ღვინიაშვილი ჰოლანდიელ ნოელ ვან დ ენდს გაეჯიბრა და დამატებით დროში იპონზე დაეცა.
ტურნირის საწყის დღებში ქართველმა სპორტსმენებმა 2 ბრინჯაოს მედალი აიღეს: კვარცხლბეკზე ასვლა ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) და ლუკა მაისურაძემ (81 კგ) მოახერხეს.