weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

F1-ის ახალი სეზონი ვალტერი ბოტასის გამარჯვებით გაიხსნა

11:39 ორშაბათი, 18 მარტი 2019

ფორმულა 1-ში მსოფლიო ჩემპიონატის 2019 წლის სეზონი ვალტერი ბოტასის გამარჯვებით გაიხსნა. „მერსედესის“ ფინელმა მრბოლმა სტარტზევე შეძლო ტიტულოვან თანაგუნდელ ლუის ჰამილტონის ჩამოტოვება და ფინიშამდე დამაჯერებლად ლიდერობდა.

ვალტერი ბოტასისთვის ეს აბუ დაბის 2017 წლის რბოლის შემდეგ პირველი გამარჯვებაა.

ბოტასმა რბოლა მეორე პოზიციიდან დაიწყო, მაგრამ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ჰამილტონს პირველივე მოსახვევში შეასწრო და საბოლოოდ ის 20.80 წამით ჩამოიტოვა. ფინელმა მრბოლმა ბრიტანელზე 7 წრით გვიან შეასრულა პიტ სტოპი.

ფერსტაპენმა თავისი მესამე ადგილი ბრძოლით მოიპოვა - სებასტიან ფეტელს შესანიშნავი მანევრით აუარა გვერდი და მალევე ჰამილტონსაც დაეწია, თუმცა ერთ მომენტში შეცდომა დაუშვა, ტრასის მიღმა გადავიდა და მისდა ბედად, ამით მანქანა არ დაუზიანდა. ჰოლანდიელმა „ჰონდას“ დაბრუნებიდან პირველი კვარცხლბეკი მოუპოვა.

რაც შეეხება „ფერარისა“ და მის პილოტებს, ამჯერად მათთვის კვარცხლბეკი მიუწვდომელი აღმოჩნდა. რბოლის მიწურულს, მათ ერთმანეთთან ბრძოლის შანსი მიეცათ, მაგრამ გუნდმა ახალწვეულ შარლ ლეკლერს სთხოვა, სებასტიან ფეტელისთვის არ შეეტია. საბოლოოდ, გამარჯვებულს ორივე თითქმის წუთით ჩამორჩა, რასაც ზამთრის ტესტების შემდეგ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე.

ავსტრალიის დიდი პრიზი

მელბურნი, ალბერტ პარკი, 307.574 კმ (5.303 კმ, 58 წრე)

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:25:27.325

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, მერსედესი) 20.886

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 520

სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 57.109

შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 58.230

კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:27.156

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე

კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე

ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1 წრე

დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე

პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1 წრე

ლანდო ნორისი (დიდი ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე

სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1 წრე

ალექსანდერ ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1 წრე

ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე

ჯორჯ რასელი (დიდი ბრიტანეთი, უილიამსი) 2 წრე

რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 3 წრე

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 29 წრე

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 30 წრე

კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 49 წრე

უსწრაფესი წრე:

ვალტერი ბოტასი - 1:25.580 (57-ე წრე, 223,075 კმ/სთ)

2019 წლის მრბოლთა მიმდინარე კლასიფიკაცია:

  1. ვალტერი ბოტასი - 26 ქულა
  2. ლუის ჰამილტონი - 18
  3. მაქს ფერსტაპენი - 15
  4. სებასტიან ფეტელი - 12
  5. შარლ ლეკლერი - 10
  6. კევინ მაგნუსენი - 8
  7. ნიკო ჰულკენბერგი - 6
  8. კიმი რაიკონენი - 4
  9. ლანს სტროლი - 2
  10. დანიილ კვიატი - 1

2019 წლის კონსტრუქტორთა მიმდინარე ჩემპიონატი:

  1. მერსედესი - 44 ქულა
  2. ფერარი - 22
  3. რედ ბულ-ჰონდა - 15
  4. ჰაას-ფერარი - 8
  5. რენო - 6
  6. ალფა რომეო-ფერარი - 4
  7. რეისინგ პოინტი-მერსედესი - 2
  8. ტორო როსო-ჰონდა - 1
  9. მაკლარენ-რენო - 0
  10. უილიამს-მერსედესი - 0

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]