ჰარუ ბაშოს მე-9 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე აუტსაიდერი შოდაი იყო, რომელსაც ოსაკაში მიმდინარე სუპერტურნირზე ყველა შეხვედრა წაგებული აქვს. მისი ძლევით ტოჩინოშინმა მოგება-წაგებათა ბალანსი 6/3 გაიხადა და ოძეკის ტიტულის დასაცავად დარჩენილ 6 შეხვედრაში ორი გამარჯვებაც ყოფნის.
ზედიზედ მესამე გამარჯვება მიითვალა გაგამარუს სახელით მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმაც, რომელიც რანგით დაბალ დივიზიონ ძურიოში გამოდის. ბოლო მოგებით იგი დადებით ბალანსზე გავიდა - 5/4.