weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რონალდო შესაძლოა დისკვალიფიკაციით დაისაჯოს

11:50 სამშაბათი, 19 მარტი 2019

UEFA-მ ტურინის „იუვენტუსის“ ლიდერ კრისტიანო რონალდოს საქმის განხილვა დაიწყო. საქმე ეხება ფეხბურთელის მიერ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრისას ნაჩვენებ უხამს ჟესტს.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სადისციპლინო კომიტეტი მომხდარზე იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ხუთშაბათს, 21 მარტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ „ატლეტიკოს“ კარში გატანილი მესამე გოლი შეუფერებელი ჟესტით გამოხატა, მსგავსი ქმედებისთვის მანამდე „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე 20 ათასი ევროთი დააჯარიმეს, თუმცა არაა გამორიცხული რონალდოს ჯარიმის გარდა მინიმუმ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯოს და შესაბამისად „აიაქსთან“ პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა გამოტოვოს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]