weather cur horoscope tv
ოქტომბერი 15, 2019

„ბორჯღალოსნებმა“ იაპონიასთან ჩამორჩენა შეამცირეს

14:19 სამშაბათი, 19 მარტი 2019 hits 168

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა კრასნოდარში რუსებთან გამარჯვების წყალობით, მსოფლიო რეიტინგში 0.49 ქულა შეიმატა და მართალია, ისევ მე-12 ადგილზე რჩება, იაპონიასთან ჩამორჩენა კიდევ უფრო შეამცირა.

ამ დროისთვის „ბორჯღალოსანთა“ მონაგარი 74.42 ქულაა და მე-11 პოზიციაზე მყოფ აზიელებთან სხვაობა მხოლოდ 0.82 ქულას შეადგენს. სათქმელია ისიც, რომ ქართველი მორაგბეები უახლოეს კონკურენტებს – ტონგასა და იტალიას, შესაბამისად, 1.4 და 2.38 ქულით უსწრებენ.

რეიტინგში მისთვის ისტორიულ მე-2 საფეხურს უწია უელსის ნაკრებმა, რომელიც მომავალ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა. უორენ გეტლენდის შეგირდებმა 6 ერის დასკვნით ტურში ირლანდიას 25:7 სძლიეს და ტურნირი დიდი სლემით მოიგეს.

რეიტინგის მოწინავე ოცეულში აღარაფერი შეიცვლება ზაფხულამდე, სანამ მსოფლიო თასის მონაწილე ნაკრებები ტესტ-მატჩებს არ დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნებს“ აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე 3 თამაში ელით: 24 აგვისტოს, თბილისში, რუსეთთან და 31 აგვისტოსა და 7 სექტემბერს, მიმოსვლითი სისტემით – შოტლანდიასთან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]