weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„რუსული სტილი ბრაზილიური იდეით“ - პეტკოვიჩი საქართველოს ნაკრებზე

15:39 სამშაბათი, 19 მარტი 2019

შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ხორვატ-ბოსნიური წარმოშობის სპეციალისტი, რომლის ხელშიც შვეიცარიის ნაკრები პროგრესირებს, „ჯვაროსნებთან“ დაპირისპირებას სერიოზულად უდგება.

პეტკოვიჩის განცხადებით, ერთა ლიგაზე მისი გუნდის ბელგიასთან შთამბეჭდავი გამარჯვება უკვე წარსულია და ახლა მნიშვნელოვანია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წარმატებით დაწყება. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიამ ფავორიტად მიჩნეული ბელგია ჩამოიცილა გზიდან და ერთა ლიგის საუკეტესო ოთხეულში მოხვდა.

„ნეიტრალთა“ 55 წლის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებსაც ახასიათებს და ამბობს, რომ ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი საქართველო რუსული სტილითა და ბრაზილიური იდეით თამაშობს.

„თვითდაჯერებულ გუნდს ვეთამაშებით, რომელმაც ერთა ლიგაზე 6-დან 5 თამაში მოიგო და ერთხელ ფრე ითამაშა. მათ რუსული სტილი აქვთ, მაგრამ ბრაზილიური იდეით. ყოველთვის ლამაზი ფეხბურთის თამაშის სურვილი აქვთ და კრეატივის შექმნა სურთ. ისინი შინ, 50 ან 60 ათასი მაყურებლის წინაშე სიამაყით თამაშობენ. ჩვენ ფავორიტები ვართ, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ.“ - განაცხადა პეტკოვიჩმა.

ცნობილია, რომ შვეიცარიის ნაკრებს სათბილისოდ ორი ლიდერი, ნახევარდაცვის ვარსკვლავი ჯერდან შაჩირი (ლივერპული) და მთავარი მეგოლე ჰარის სეფეროვიჩი (ბენფიკა) არ ეყოლება.

საქართველო-შვეიცარიის შეხვედრა 23 მარტს, „დინამო არენაზე“ გაიმართება

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]