weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბითაძე ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად აღიარეს

11:27 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019

19 წლის გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად აღიარეს. ჩერნოგორიული „ბუდუჩნოსტის“ ახალგაზრდა ტალანტმა გამოკითხვაში კონკურენტებს საგრძნობლად აჯობა.

ბითაძემ ხმების 42% მიიღო და დიდი სხვაობით გაუსწრო ბორისა სიმანიჩსა (“ცრვენა ზვეზდა”, სერბეთი, 24%) და ლუკა სამანიჩს (“ოლიმპია”, სლოვენია, 15.5%).

საუკეთესო ახალგაზრდის გამოვლენის პროცესში ხმების 60% ლიგის მწვრთნელებს ეკუთვნოდათ, 30% - ფანებს, 10% კი – ადრიატიკის ლიგის კომისიის წევრებს. საინტერესოა, რომ სამივე კატეგორიაში პირველობა გოგა ბითაძეს ერგო.

ქართველი კალათბურთელი სეზონის სტარტზე სერბულ „მეგა ბემაქსში“ ბრწყინავდა, შემდეგ კი ადრიატიკის ლიგის მოქმედ ჩემპიონ „ბუდუჩნოსტში“ გადაბარგდა და ტემპი არც იქ დაუგდია.

ამ დროისთვის ბითაძეს ტურნირში 20 მატჩი აქვს ჩატარებული და სოლიდური საშუალო მაჩვენებლები (16.3 ქულა, 6.4 მოხსნა, 2.0 დაფარება, 0.9 პასი, სარგებლიანობის კოეფიციენტი 20) აქვს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]