weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანი „ჩელსის“ შესაძენად მზადაა

11:50 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019

დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ჯიმ რეტკლიფი მზად არის, ლონდონის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ სანაცვლოდ ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩს 2.5 მილიარდი დოლარი გადაუხადოს.

მედიაში დიდი ხანია იწერება, რომ აბრამოვიჩმა შესაძლოა, „ჩელსი“ უახლოეს მომავალში გაყიდოს. კლუბის შეძენით კი მხოლოდ მილიარდერი ჯიმ რეტკლიფია დაინტერესებული.

პრესტიჟული გამოცემა The Times ასევე წერს, რომ რეტკლიფი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმაზე, რომ „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონის სარეკონსტრუქციო ხარჯების გადახდა, შესაძლოა, მას დაეკისროს.

66 წლის ლონდონელი ფინანსისტისა და ინდუსტრიალისტის, ჯიმ რეტკლიფის ქონება „ფორბსის“ ვერსიით $21.05 მილიარდს შეადგენს. გასულ წელს იგი ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანად დასახელდა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში კი ის მხოლოდ სამი პოზიციით ჩამორჩება 107-ე ადგილზე მყოფ აბრამოვიჩს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]