„თმის ცვენა ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. გვსურს, რომ ამ გზით ხალხს დავეხმაროთ. ისინი არ უნდა ისხდნენ სახლში, უნდა მოვიდნენ და პრობლემა მოაგვარონ“, - განაცხადა რონალდომ.
თმის გადანერგვა კრისტიანო რონალდოს მიერ დაარსებულ კლინიკაში 4 ათასიდან 7 ათას ევრომდე ეღირება.
კომპანია Insparya, რომელიც ფეხბურთელის საკუთრებაშია, 10 კლინიკას მოიცავს პორტუგალიაში და ესპანეთში გახსნილი კლინიკაც მისი ნაწილია.