ქუთათელაძემ მეტოქეს „ინსტაგრამით“ მიმართა და იმედი დაიტოვა, რომ ქომაგებს სკანდინავიაში კარგ ბრძოლას აჩვენებენ.
გურამ ქუთათელაძე დიდი ხანია შვედეთის სახელით ასპარეზობს. მებრძოლმა, რომელმაც კარიერა რუსეთში დაიწყო, ზედიზედ 7 მოწინააღმდეგე დაამარცხა, ბოლოს კი ბრაზილიელ ვეტერანს, გილერმე კადენია მარტინსს სძლია ნოკაუტით. ტაისუმოვი კი მსუბუქი წონის ერთ-ერთი ლიდერია და ბოლო ექვსი ორთაბრძოლა აქვს მოგებული.