როგორც ნავარომ ესპანურ მედიასაშუალებებთან საუბარში აღნიშნა, „ბარსელონას“ არგენტინელი სუპერვარსკვლავის კლონის შექმნა სავსებით შესაძლებელია.
შეგვიძლია შევქმნათ ფეხბურთელი, რომელიც მესის ძალიან ჰგავს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მესის ტყუპისცალს შევქმნით. წარმოიდგინეთ, თითქოს ორი ტყუპი დაიბადა, ერთი ლიონელ მესია, მეორეს კი დიდი ხნის განმავლობაში გაყინულს მალავდნენ, 20-30 წლის შემდეგ კი ის სხვა დროში დაბრუნდება. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, იგივე შედეგს მივიღებდით“, - აცხადებს ნავარო.
ჯერ-ჯერობით უცნობია, გამოთქვეს თუ არა მოსაზრება და სურვილი კრისტიანო რონალდოს კლონის შექმნაზე.