weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბეტმენი „ვალენსიას“ წინააღმდეგ

13:34 ხუთშაბათი, 21 მარტი 2019

ესპანურ საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ამერიკული კომპანია DC Comics მეორედ უჩივის სასამართლოში, რისი მიზეზიც ნაწილობრივ კურიოზულია.

საქმე ისაა, რომ „ვალენსიას“ ლოგო ძალიან ჰგავს ცნობილი სუპერგმირის, ბეტმენის ლოგოს. კომიქსების გიგანტი გამომცემელი კი, რომელიც ბეტმენის საავტორო უფლებებს ფლობს, „ვალენსიას“ უჩივის.

100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ ვალენსიამ“ ახალი ლოგოს დიზაინი (იხ. მთავარ ფოტოზე) შექმნა, DC Comics-ის აზრით კი ესპანურმა მხარემ მათი ინტელექტუალური საკუთრება მოიპარა.

„როდესაც ჩვენს გერბზე ღამურა იყო გამოსახული, მაშინ ამერიკაში ჯერ კიდევ ბიზონებს დასდევდნენ“ - ასეთი ლაკონური და დამცინავი პასუხი გასცა კლუბმა ბეტმენის ავტორებს.

მსგავსი საჩივარი ამერიკულმა კომპანიამ 2013 წელსაც შეიტანა „ვალენსიას“ წინააღმდეგ.

ცნობილია, რომ ფრთაგაშლილი ღამურა ქალაქ ვალენსიას სიმბოლოდ დიდი ხანია ითვლება. მისი ისტორია საუკუნეების წინანდელია და ის არაგონის მეფე ხაიმეს უკავშირდება, რომელმაც 1238 წელს, რეკონკისტას დროს, ვალენსია არაბებისგან გაათავისუფლა. ბრძოლის წინა ღამეს მის დროშას ღამურა დააჯდა, რაც ესპანელ მეფეს კეთილ ნიშნად ეჩვენა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]