weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზედიზედ სამი მარცხით ტოჩინოშინმა საქმე გაირთულა

15:46 ხუთშაბათი, 21 მარტი 2019

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე სუმოს საგაზაფხულო სუპერტურნირზე ზედიზედ სამი მარცხი იწვნია ლევან გორგაძემ. გოეიდოსა და ტაკაიასუსთან წაგებებს დღეს ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა ყველა დროის უდიდეს სუმოისტთან, მონღოლ იოკოზუნა ჰაკუჰოსთან მარცხიც მიაყოლა.

ტოჩინოშინი და ჰაკუჰო დღეს 28-ედ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან ქართველს მხოლოდ ერთხელ ჰყავს დამარცხებული ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სუმოისტი. ჰაკუჰო მიმდინარე ბაშოზე ერთადერთია, ვისაც 12 ბრძოლიდან ყველა აქვს მოგებული.

ამ მარცხით ელიტარულ დივიზიონ მაკუუჩიში ტოჩინოშინის ამოცანა გართულდა, რადგან 12 განვლილი დღის თავზე მისი მოგება-წაგებათა ბალანსი 6/6 შეადგენს, დარჩენილ სამ ორთაბრძოლაში კი მას აუცილებლად სჭირდება კიდევ 2 გამარჯვება, რათა ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს.

ხვალ გორგაძის მეტოქე მეორე მონღოლი იოკოზუნა კაკურიუ იქნება, რომელთანაც პირად შეხვედრებში ქართველი 3:22 მარცხდება. მიმდინარე ჰარუ ბაშოზე კაკურიუს ბალანსი 9/3 გახლავთ.

რანგით დაბალ დივიზიონ ძურიოში მე-7 გამარჯვება იზეიმა გაგამარუს სახელით ცნბოილმა თეიმურაზ ჯუღელმა და დადებითი ბალანსი გააგრძელა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]