weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოსთან შეხვედრისთვის შვეიცარიას კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

12:20 პარასკევი, 22 მარტი 2019

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერც ლევერკუზენის „ბაიერის“ ფორვარდი ადმირ მეჰმედი ითამაშებს. შვეიცარიის ნაკრების ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ 28 წლის ფეხბურთელი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სამშობლოში რჩება.

წარმოშობით ალბანელი ადმირ მეჰმედი, რომელსაც 2011 წლიდან შვეიცარიელთა რიგებში ჩატარებულ 59 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, თავის გუნდს მეორე ტურში, 26 მარტს დანიასთან თამაშში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ნაკრები საქართველოსთან ორი გამოკვეთილი ლიდერის, „ლივერპულელი“ ჯერდან შაჩირისა და „ბენფიკას“ გოლეადორ ჰარის სეფეროვიჩსაც მოისაკლისებს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, „ჯვაროსნებს“ გიორგი ჩაკვეტაძე და ლაშა დვალი არ ეყოლებათ.

საქართველო-შვეიცარიის შეხვედრა 23 მარტს, შაბათს, 18:00 საათზე „დინამო არენაზე“ დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]