weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტოჩინოშინმა ბალანსი გაათანაბრა

14:01 შაბათი, 23 მარტი 2019

გაზაფხულის სუპერტურნირ ჰარუ-ბაშოს ბოლოსწინა დღეს ლევან გორგაძემ ზედიზედ განცდილი 4 მარცხის შემდეგ უაღრესად საჭირო გამარჯვება მოიპოვა და ტიტულის შესანარჩუნებლად ხვალ გადამწყვეტი ბრძოლაღა დარჩა.

ელიტარულ დივიზიონ მაკუუჩიში მოასპარეზე ქართველმა სუმოტორიმ, რომელიც ტოჩინოშინის სახელითაა ცნობილი, მე-14 ორთაბრძოლაში მონღოლი მეტოქე ტამავაში დაამარცხა და მოგება-წაგებათა ბალანსი გაათანაბრა - 7/7, ტამავაშისთან ურთიერთშეხვედრებში კი ანგარიში 17:10 გაიხადა.

ხვალ, ფინალურ შერკინებაში ტოჩინოშინი ძლიერი მეტოქის, ტაკაკეიშოს პირისპირ დადგება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე დადებითი ბალანსი აქვს - 9/5, ქართველ სუმოტორის კი აუცილებელი მოგება სჭირდება, რათა მინიმალური დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში დააფიქსიროს და ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს.

რანგით დაბალ დივიზიონ ჯურიოში მორიგი შეხვედრა იოლად მოიგო გაგამარუს სახელით ცნობილმა თემურ ჯუღელმა. ქართველ გოლიათმა კაჩი-კოში ბოლოსწინა დღეს დააფიქსირა - 8/6.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]