weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბასილაშვილი მაიამის მასტერსის მერვედფინალშია

11:19 ორშაბათი, 25 მარტი 2019

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის მასტერსის მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ტურნირის საპრიზო ფონდი 9 314 875 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ მე-17 ნომრად განთესილი 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ტურნირში მე-2 წრიდან ჩაება, სადაც გერმანელ მიშა ზვერევს 6:3, 6:2 სძლია, შემდეგ კი ჰოლანდიელ რობინ ჰაასესაც ორ სეტში აჯობა – 7:6 (7:3), 6:3. მატჩი საათნახევარს გაგრძელდა და ბასილაშვილმა 14 ეისი მოაწოდა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ქართველს პირველ მოწოდებაზე 66%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც ბურთების 73% (37 51-დან) მოიგო, მე-2 მოწოდებაზე კი სათავისოდ გათამაშებების 62% (16 26-დან) დაასრულა. ბასილაშვილმა 7-დან 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება მხოლოდ ერთხელ დათმო. ჯამში ქართველმა ჩოგბურთელმა 80 გათამაშება მოიგო, ხოლო გერმანელმა – 67.

ამ წარმატების წყალობით, ბასილაშვილს ლაივ-რეიტინგში 1930 ქულა მოუგროვდა და მისთვის სარეკორდო მე-17 ადგილზე გადაინაცვლა.

თუ ვინ იქნება ნიკოლოზის მეტოქე მერვედფინალში, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი კანადელ ფელიქს ოჟიე-ალიასიმს დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]