weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველმა სამბისტებმა მოსკოვში ხუთი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს

11:57 ორშაბათი, 25 მარტი 2019

მოსკოვში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე ქართველმა სამბისტებმა ხუთი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ხარლამპიევის მემორიალზე საქართველო სამმა სამბისტმა გოგონამ წარმოადგინა და სამივე მათგანი მედლის მფლობელი გახდა. ქართველი გოგონები გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდნენ.

ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრთაგან ოქროს მედლები მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა, ნინო ოძელაშვილმა და ევროპის ჩემპიონმა ბექა ბერძენიშვილმა მოიპოვეს.

72 კგ წონით კატეგორიის ფინალში ოძელაშვილმა ბელარუსი მოჭიდავე ანჟელა ჟილინსკაია დაამარცხა, ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კი რუს ოლგა ზახარცოვას სძლია.

ბერძენიშვილმა ტურნირის ფინალური დაპირისპირება მოლდოველ დენის ტაჩის მოუგო.

ბრინჯაოს მედლები მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ელენე ქებაძემ (+80 კგ), სალომე აბაშიძემ (60 კგ) და ბექა ბერულავამ (82 კგ) დაისაკუთრეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]