ასპარეზობა 10 წონით კატეგორიაშია გაიმართა, რომელშიც საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 600-მდე სპორტსმენმა მიიღო მანაწილეობა.
საერთაშორისო ტურნირში გურჯაანელმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ: ლუკა ტატიაშვილი (30 კგ), გიორგი კახაბერი (55 კგ) და ზაქარია დალაქიშვილი (50 კგ). ვერცხლის მედალი გიორგი ნიჟარაძემ (+55 კგ) მოიპოვა, ბრინჯაო კი ზურა ციციშვილს (55 კგ) ერგო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარჯვებულები სპეციალური დიპლომებით, მედლებითა და თასებით დააჯილდოვა.
გურჯაანელი ახალგაზრდა სპორტსმენი ლაშა მღებრიშვილი, გასული წლის ოქტომბერში, რაგბის თამაშის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი სახელობის ტურნირი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, წელს დაფუძნდა და ტრადიციული გახდება.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია