სტადიონ „შატილზე“ გამართული მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და პირველ ათ წუთში თელაველთა მეკარე დავით ლეგაშვილს რამდენჯერმე მოუწია ბრწყინვალე რეაქციის გამოვლენა, მაგრამ მალევე თელაველებმა თამაში გაათანაბრეს, სადავეები ხელშ აიღეს და მეტოქის კარშიც ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანეს: დუბლით ფორვარდი გიორგი ნიქაბაძე გამოირჩა, თითოჯერ კი თავი მიხეილ ბაშელეიშვილმა, ნიკა გალახვარიძემ, ანტონ თოლორდავამ და გუნდის ახალწვეულმა ვასიკო გოგოლიძემ გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ 0:5-ზე „თელავის“ კარში ერთადერთი ბურთი ერთ დროს გურჯაანის „ალაზანში“ მოთამაშე ნიგერიელმა მარტინს ნვანკვომ გაქვითა.
მორიგ მატჩს მალხაზ ჟვანიას გუნდი 9 ივლისს მშობლიურ „გივი ჩოხელზე“ გამართავს და თბილისის „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლებს.
15 განვლილი ტურის თავზე „თელავი“ სატურნირო ცხრილს 32 ქულით ლიდერობს. მას ერთი ქულით ჩამორჩება თბილისის „შევარდენი“, რომელსაც თელავურმა კლუბმა მე-9 ტურში შინ სძლია და განმეორებით უკანასკნელ მე-18 ტურში სტუმრად ეთამაშება.