გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა გურამ თუშიშვილის მონაწილეობა გასულ წელს ყაზახეთში გამართულ ჭიდაობის სახეობა კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განმარტებით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი დებულების მიხედვით, ძიუდოისტებს, რომლებიც არიან ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში, ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა. გურამ თუშიშვილმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომლის ათვლა 25 მარტიდან დაიწყება.