პრესტიჟული იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, მადრიდული და ტურინული მხარეები ტრანსფერზე მოლაპარაკებას მალე დაიწყებენ. პიანიჩი, რომლის სახელსაც ადრეც უკავშირებდნენ მადრიდულ გრანდს, შესაძლოა 90 მილიონი დაუჯდეს „რეალს“.
წამყვანი ესპანური გამოცემა Marca კი იტყობინება, რომ „ბარსელონა“ ანტუან გრიზმანს აღარ იყიდის. გასული დღეების განმავლობაში, გრიზმანის წარმომადგენლები კატალონიურ გრანდს დაუკავშირდნენ და ამცნეს, რომ ამ ზაფხულს, კონტრაქტში ჩაწერილი პუნქტის თანახმად, გრიზმანის შეძენა 200 მილიონი ევროს ნაცვლად, 120 მილიონად არის შესაძლებელი, თუმცა „ბარსას“ შეფებმა ფრანგი ვარსკვლავის აგენტები ცივი უარით გაისტუმრეს, რადგან ფეხბურთელს შარშან ზაფხულს შეეძლო კატალონიის დედაქალაქში გადასვლა, რა დროსაც „ბარსელონას“ უარი უთხრა და „ატლეტიკოში“ დარჩენა გადაწყვიტა, კატალონიაში კი წყენას არ ივიწყებენ.
„ბარსელონა“ ახლა ფრანკფურტის „აინტრახტის“ფორვარდ ლუკა იოვიჩზეა გადართული. 21 წლის სერბი ბრწყინვალე ფორმაშია და მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა.