სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, სპორტის მასწავლებლებისთვის პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები ამჯერად გორის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველ ეტაპზე, სამინისტროს ორგანიზებით სხვადასხვა რეგიონში მომუშავე სპორტის მასწავლებლებისთვის თბილისში სამდღიანი სემინარი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რეგიონის 48 საგანმანათლებლო რესურსცენტრის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის 60-მდე მასწავლებელმა, რომლებიც მიღებულ ცოდნას უკვე რეგიონის მასშტაბით მომუშავე სპორტის მასწავლებლებს გადასცემენ.
თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე ტრენინგების მიზანია პროექტის - „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერება“ - განვითარება და სამომავლო გაფართოება, რომელიც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით ხორციელდება.