weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფიგუს აზრით რამოსი „ოქროს ბურთს“ იმსახურებს

13:41 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019

მადრიდის „რეალის“ ყოფილ ვარსკვლავს, პორტუგალიელ ლუიშ ფიგუს, მიაჩნია, რომ მადრიდული „სამეფო კლუბის“ კაპიტანი სერხიო რამოსი „ოქროს ბურთს“ იმსახურებს. თავად ფიგუმ პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდო 2000 წელს მიიღო.

„ცხადია, რომ რამოსი ოქროს ბურთის ღირსია. მცველისთვის, ისევე როგორც მეკარისთვის, ამ პრიზის მიღება გაცილებით რთულია, თუმცა თავის დროზე ფაბიო კანავარომ ეს მოახერხა. ყველაფერი არსებული სიტუაციიდან გამომდინარეა. მაგრამ თუ ოსტატობის მხრივ ვიმსჯელებთ, რამოსმა ეს ჯილდო უნდა მიიღოს.“ - უთხრა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ესპანურ Marca-ს.

არსებობის ისტორიის მანძილზე „ოქროს ბურთი“ მხოლოდ ოთხ მცველს მიუღია: ფრანც ბეკენბაუერს (ორჯერ), მათიას ზამერს, ლოთარ მათეუსსა და ფაბიო კანავაროს, თუმცა კანავაროს გარდა სამივე გერმანელი არც იყო კლასიკური გაგებით მცველი, ისინი მოედანზე სხვა ამპლუასაც ითავსებდნენ.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]