weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სულშერი მანჩესტერში დარჩება

09:51 პარასკევი, 29 მარტი 2019

„მანჩესტერ იუნაიტედის“ 46 წლის მწვრთნელი ულე გუნარ სულშერი გუნდის არა დროებითი, არამედ მუდმივი მწვრთნელი იქნება. ნორვეგიელმა სპეციალისტმა მანჩესტერულ გუნდთან 3 წელზე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სულშერი პრემიერ ლიგაში მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი გახდა - მასზე მეტი ანაზღაურება მხოლოდ ორ მწვრთნელს, „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელ ხოსეპ გვარდიოლას (17.5 მილიონი ევრო) და „ტოტენჰემის“ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს (10 მილიონი) აქვთ. ნორვეგიელის წლიური ჯამაგირი კი 8.7 მილიონ ევროს შეადგენს. ცნობისთის, „იუნაიტედში“ სულშერის წინამორბედის, ჟოზე მოურინიოს ანაზღაურება წელიწადში 17.5 მილიონ ევროს შეადგენდა.

სულშერმა „მანჩესტერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო 2018 წლის დეკემბერში შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით, „წითელმა ეშმაკებმა“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 მატჩიდან 14 მოიგეს.

მიმდინარე სეზონში სულშერის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპამდეა გასული, სადაც „ბარსელონას“ შეხვდება, ხოლო ინგლისის პრემიერ ლიგაში ოთხეულში ადგილის მოპოვებისთვის იბრძვის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]