weather cur horoscope tv
ოქტომბერი 25, 2020

„თელავმა“ ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა

10:15 შაბათი, 30 მარტი 2019 hits 366

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ეროვნულ ლიგა 2-ში განვლილი 4 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია, თუმცა ქულებს კვლავ კარგავს. გუნდმა მე-4 ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე „სამტრედიასთან“ გამართა.

მასპინძელმა თელაველებმა მეორეადგილოსან სამტრედიელებისგან გოლი 50-ე წუთზე მიიღეს, გამათანაბრებელი გოლი კი 8 წუთში ირაკლი რუხაძემ გაიტანა. შეხვედრა 1:1 დასრულდა.

„თელავს“ ამ დროისთვის 6 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზეა.

მორიგ, მე-5 ტურის შეხვედრას დენის ხომუტოვის გუნდი 4 აპრილს სტუმრად, ფოთში ადგილობრივ „კოლხეთთან“ გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]